ირაკლი ანთაძე: იმედი გვაქვს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები გათავისუფლდებიან

“უმთავრესი საკითხი, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება”, – ამის შესახებ ერგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს საკითხი დავსვით ძალიან აქტუალურად – მოგეხსენებათ, ის მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მკვეთრად გამოხატული. ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გააკეთა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული პერსპექტივაში.

ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებთან საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკანონო პატიმრობაში ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს. მათი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს აუცილებლად განვაგრძობთ, თუმცა, კონკრეტული თარიღების დასახელება არ მიგვაჩნია უპრიანად ამ ეტაპზე.​შედეგიანობაზე საუბარი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს და აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2021 წლის 23 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები