Lancia Stratos HF Zero — 1970 წლის ძალიან უცნაური ავტომობილი (ფოტო, ვიდეო)
ლეგენდარულ ავტომობილამდე – Lancia Stratos – მსოფლიომ გაიცნო მოდელი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც – Stratos HF Zero. ეს Lancia-ს უნიკალური კონცეპტი, რომლის დებიუტიც ტურინის ავტოსალონში 1970 წელს შედგა, დიზაინერ ბარტოს მთავარი იარაღი გახდა Pininfarina-სთან ბრძოლაში, იდეალური ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის მანქანისთვის. შეიქმნა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი – Stratos HF Zero. 2011 წელს ეს ავტომობილი RM Sotheby’s Villa d’Este-ს აუქციონზე 1 086 361 დოლარად გაიყიდა.
Stratos-ში ყველაფერი ძალიან ფუტურისტული იყო. თხელი ფარების მწკრივი წინიდან საოცარ ხედს ქმნიდა, ხოლო უკნიდან ძალიან მინიმალისტური და ეფექტური ბადისებრი კომბინაცია იზიდავდა დამთვალიერებელს: უკანა ფარები, სქელი ბორბლები და გამონაბოლქვის ორმაგი მილი.
ეს იყო არა, უბრალოდ, საგამოფენო მაკეტი, არამედ სრულიად ფუნქციური პროტოტიპი, რომელსაც ჰქონდა 115-ცხენისძალიანი V4 ძრავი, რომელიც ავტომობილის ცენტრში მდებარეობდა.