ზელენსკიმ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.

განკარგულებას ხელი ზელენსკიმ 4 მარტს მოაწერა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილს გიორგი ცხაკაია ჩაანაცვლებს.

ცვლილების მიზეზი უცნობია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. ის ამ თანამდებობაზე უკრაინის პრეზიდენტმა 2020 წლის 7 მაისს დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები