თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ჯარისკაცი ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს 11 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია უპილოტო საფრენი აპარატები, თვითმფრინავი CN-235 და ვერტმფრენი.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა, რომელმაც ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ხულუსი აკარმა განაცხადა, წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, უამინდობა გამხდარიყო.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები