“თუ ჩვენ ისევ გვძლევს ცდუნება, რომ ნიღბები არ ვატაროთ, მაშინ გარდაუვლად გველოდება ახალი შემთხვევების მატება”
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა ცოტა დაჩქარებული ტემპით მოხდა და ის ამის მომხრე არ იყო.
ცერცვაძეს ამ ეტაპზე მთავარ დამცავ საშუალებად რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის, ნიღბის ტარება მიაჩნია.
“საზოგადოების დაკვეთა იყო ამ ეტაპობრივი მოხსნის მაქსიმალური დაჩქარება და თუ ვინმე ვიტყოდით, რომ ნუ ვიჩქარებთ და მე პირადად ვემხრობოდი ამ აზრს, რომ ნუ ვიჩქარებთ, ვხვდებოდით გარკვეულწილად კრიტიკის ობიექტი, რამეთუ ამბობდნენ, რომ ეკონომიკა და ბიზნესი ვერ მოიცდის და ცოტა დაჩქარებული ტემპით მოხდა მოხსნა. თუ ჩვენ ისევ დაგვძლევს ცდუნება, რომ ნიღბები არ ვატაროთ, მაშინ ჩვენ, გარდაუვლად გველოდება ახალი შემთხვევების მატება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.