“სია გამოქვეყნდა – საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მაისის ბოლომდე მიიღებს”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „კოვაქსმა“ ვაქცინების განაწილების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას მაისის ბოლომდე მიიღებს.
„2 მარტს „კოვაქსმა“ გამოაქვეყნა ვაქცინების განაწილების განახლებული სია, რომლის თანახმად საქართველო არის 140 ქვეყანას შორის, ვინც მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 129 600 დოზის ოდენობით მაისის ბოლომდე, შემდგომ უკვე ივნისის ბოლომდე დაზუსტდება ის დამატებითი რაოდენობა, რაც საქართველომ უნდა მიიღოს იმ საწყისი დაანონსებული რაოდენობიდან. თავდაპირველად იყო საუბარი 184 000-დან 375 000 დოზამდე, ზუსტად რა რაოდენობა დაემატება 126 000 დოზას, დაზუსტდება ისევ ივნისში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ხვალისთვის ჩაინიშნა სატელეფონო ზარი „ფაიზერის“ ოფისთან, რა დროსაც დამატებითი მოთხოვნები დაზუსტდება.