სომხეთში ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს

სომხეთის ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც მან შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მანუკიანის წინააღმდეგ საქმე ქვეყნის სსკ-ის 301-ე მუხლით აღძრა, რაც საკონსტიტუციო წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საუბარია მანუკიანის მხრიდან იმ გამონათქვამებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 20 თებერვლის საპროტესტო აქციაზე.

“არ მაინტერესებს ის კითხვები, რომლებსაც დამისვამენ, რადგან არცერთ მათგანს არ ვუპასუხებ, ასევე, არც ჩვენების მიცემას ვაპირებ. თუ რაღაც ვთქვი, როგორც უნდათ, ისეთი ინტერპრეტირება მისცენ”, – თქვა მანუკიანმა და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ მთავრობის ქმედება პოლიტიკურად მოტივირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები