სომხეთის ოპოზიციას ფაშინიანის გადადგომის გარეშე ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ სურს

სომხეთში ოპოზიცია ქვეყნის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის წინადადებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ არ დათანხმდა.

“არ ვართ თანახმა, ის ჩავატაროთ, სანამ ხელისუფლებაში ფაშინიანი იმყოფება”, – თქვა ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა.

მისი თქმით, ფაშინიანის გადადგომის შემდეგ აუცილებელია დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

“ვნახეთ, რომ მან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, 15 ათასი ადამიანი რეგიონებიდან აქციაზე ჩამოიყვანა. დავინახეთ, როგორ ომობდა ის და არ გვსურს, ზუსტად ასე ჩაატაროს არჩევნები”, – თქვა პოლიტიკოსმა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 25 თებერვალს გამწვავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები