ტაჯ მაჰალიდან, აფეთქების საფრთხის გამო, ტურისტები ევაკუირებულნი არიან

ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარე, მარმარილოს მავზოლეუმ ტაჯ მაჰალიდან დილით, სულ მცირე, ათასი ტურისტის ევაკუაცია მოხდა.

გაზეთ Hindustan Times-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ საგანგებო ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც დაუდგენელმა პირმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მავზოლეუმი დანაღმულია.

ამჟამად, კომპლექსი პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული.

უსაფრთხოების ძალები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები