მაიკ პომპეო 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მან Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტად საკუთარ კანდიდატურას დონალდ ტრამპი არ წამოაყენებს, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას თვითონ მიიღებს.

“ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ვზრუნავ ამერიკაზე”, – აღნიშნა მან.

ორი დღის წინ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ 20204 წელს პრეზიდენტად კენჭი ისევ იყაროს. მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო და დასძინა “ვინ იცის? შესაძლოა, ისინი მესამედაც დავამარცხო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები