საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია (ფოტო)

საბერძნეთში, ქალაქ ელასონიდან 21 კილომეტრის დაშორებით დღეს მომხდარ 6, 3 მაგნიტუდის მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ შენობების მნიშვნელოვანი დაზიანება დაფიქსირებულია ელასონთან ყველაზე ახლოს მდებარე სამ სოფელში. მედია ყველაზე მეტ ფოტოს სოფელ მესოჰორიდან აქვეყნებს.

აღინიშნება, რომ ერთ-ერთი სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი შენობაში აღმოჩნდა ბლოკირებული, თუმცა, ის არ დაშავებულა.​

ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა ადგილობრივ მცირე ტაძარი.

მედიის ინფორმაციით, ელასონიდან ლარისას დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესი დაფიქსირდა. ერთ-ერთი ხიდი ჩაკეტეს, რადგან მასზე დიდი ბზარი გაჩნდა.

ადგილობრივები ამ დრომდე ქუჩაში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები