ჩავუშოღლუ: ევროკავშირს თურქეთის მიმართ არ აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში

“ანკარა არ არის კმაყოფილი იმით, რომ ევროკავშირს თურქეთის მიმართ არ აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მას აქვს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში და ორგანიზაციისგან ელოდება სავიზო რეჟიმის გაუქმების დაპირების შესრულებას”, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანკარაში განაცხადა.

მანამდე, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ თურქეთმა 72 მოთხოვნიდან 7 არ შეასრულა, რაც უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

“ევროკავშირმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, ჩენ კი რეფორმებს უწყვეტად გავაგრძელებთ. ევროკავშირს ჩვენთვის რომ ეჩვენებინა ისეთივე დამოკიდებულება, როგორსაც ის საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში აჩვენებს, დიდი ხნის წინ მივიღებდით უვიზო რეჟიმს”, – თქვა მან.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა, 1987 წელს კი კავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა. თუმცა, წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო, ამასთან, უთანხმოების გამო რამდენჯერმე შეფერხდა.

2016 წელს ბრიუსელმა მოლაპარაკებების გააქტიურება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ევროპაში მიგრანტების მოხვედრის შემცირებას დათანხმდა და ქვეყანაში მიგრანტთა ბანაკის აშენებას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები