ავთანდილ ცინცაძემ 9 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, ტალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და 9 შვილის დედას, ნინო მარჯანიშვილს დედის დღე მიულოცა. ავთანდილ ცინცაძემ ნინო ტალიაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა.

„მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი, დიდი გმირობის ტოლფასია. ოჯახში, რომელშიც დღეს ვიმყოფებოდი, 9 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. მინდა, მათ ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი, მათ მშობლებს კი მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები