სომხეთის პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში არმენ სარქსიანსა და “სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის” წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ქვეყნის სუს-ის ყოფილმა უფროსმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა, “პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივდივართ, ამის შემდეგ გახდება ცხადი, რატომ შეცვლა ამან საკუთარი პოზიცია. ამის შემდეგ კითხვებზეც გიპასუხებთ”.

პრეზიდენტთან შეხვედრა ოპოზიციამ 2 მარტს მას შემდეგ მოითხოვა, რაც არმენ სარქსიანმა გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან მეორედაც არ გაათავისუფლა, თუმცა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ონიკ გასპარიანს თანამდებობის დატოვება ავტომატურ რეჟიმში 3 დღის ვადაში უწევს. მედიის ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, უკვე 4 მარტს მოხდება.

​ცნობილია, რომ ოპოზიცია მოუწოდებდა სარქსიანს, ფაშინიანის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა. 26 თებერვალს გამართულ აქციაზე ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცებს მიმართა და, გასპარიანის გათავისუფლების შემთხვევაში, თითქმის ამბოხისკენ მოუწოდა.

როგორც ვაზგენ მანუკიანმა თქვა, “ნუთუ არმია მშვიდად უნდა უყურებდეს იმას, როგორ ამცირებენ მის უფროსს? ნუთუ ის უნდა ემორჩილებოდეს რომელიღაც რეპორტიორს, რომელსაც ტუჩებზე რძეც არ შეშრობია?! რა თქმა უნდა, არა. არმია აჯანყდება. მოვუწოდებ მას აჯანყებისკენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები