დონალდ ტუსკი: რუსულ და ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით გულუბრყვილოები ნუ იქნებით

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს, ასევე, ევროპელებს მოუწოდებს  ნუ იქნებიან გულუბრყვილოები, როდესაც საუბრობენ რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე.

“გაფრთხილებთ ასეთი გულუბრყვილო მიდგომის მიმართ, ამ ცინიკური მოთამაშეების გამო. ვსაუბრობ ჩინეთისა და რუსეთის მთავრობებზე. პირველ ყოვლისა, მსურს, პოლონეთის მთავრობა გავაფრთხილო, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნები, რომ თავი შეიკავონ ისეთი ვაქცინების ყიდვისა და მოსახლეობის მათი აცრისგან, რომლებიც გატესტილი არ იყო”, – თქვა ტუსკმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა პირველ მარტს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს ვაქცინების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.

ამის შემდეგ ტუსკმა თქვა, რომ ჩინეთსა და რუსეთს სურთ, ბაზარზე საკუთარი ვაქცინით შევიდნენ, ასევე, პოლიტიკური მიზნებიც აქვთ – ევროკავშირისა და ევროპის რეპუტაცია შელახონ, ასევე, მომავალში ბაზრებისთვის იბრძოლონ.

ტუსკი არ არის დარწმუნებული, რომ პოლონელები ჩინური ვაქცინით აცრას მოისურვებენ, რადგან მისი ეფექტურობა არავის შეუმოწმებია.

United Surveys-ის მიერ პოლონური რადიოსთვის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთის მოსახლობის 55,6% აცხადებს, რომ რუსულ და ჩინურ ვაქცინას არ გაიკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები