COVAX-ის მიერ ვაქცინის მიწოდების შეფერხებაზე აზერბაიჯანშიც განაცხადეს

აზერბაიჯანის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, COVAX-ი ქვეყანისთვის ვაქცინის მიწოდებას აფერხებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ დაპირებული ვაქცინის მიწოდების პირობა ამ დრომდე არ არის შესრულებული.

“COVAX-დან რამდენიმე დღის წინ მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ პრეპარატის მიწოდება უახლოეს პერიოდშიც ვერ მოხერხდება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საექსპერტო საზოგადოებაში ამბობენ, რომ ვაქცინის არათანაბარი განაწილება უკავშირდება COVAX-ის პროექტის ინიციატორთა არაკომპეტენტურობას, რადგან ვაქცინების მწარმოებლები კომერციული ინტერესებით ხელმძღვანლობენ და პრეპარატს მდიდარ ქვეყნებს უგზავნიან, რის გამოც სხვა ქვეყნებში ვაქცინის მიწოდება ფერხდება და სწორედ ამ პროცესის გაკონტროლება ევალებოდა “კოვაქსს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები