ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულებების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები.

ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და საომარი მოქმედებების აღმოფხვრის კანონის შესაბამისად, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც მათი თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში.

შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუსახელებია სასანქციე სიაში შესული პირების ვინაობა.

რაც შეეხება ევროკავშირს, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მან მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა და ევროპაში აქტივები გაუყინა ოთხ რუს მაღალჩინოსანს. ესენია: რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი.

ბრიუსელის განმარტებით, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ნავალნის თვითნებურ დაპატიმრებაში, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების რეპრესიებში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები