ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციაზე: საზოგადოებისთვის ნათელია, რომ რაც ილაპარაკეს დახურულ შეხვედრაზე, არის ერთი და რას აკეთებენ გარეთ, არის მეორე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან დადებული შეთანხმება დაარღვია.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გუშინდელი შეხვედრიდან 10 საათიც არ არის გასული, ამბობ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავდივარ, დიალოგს ვაპირებ და ამ დროს პარლამენტის პიკეტირებას აწყობ, მოგყავს აქტივისტები და შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და შეძახილებს იყენებენ არა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატების მიმართ, არამედ პარლამენტში მყოფი ოპოზიციის დეპუტატების მიმართ, არც გულწრფელობასთან გვაქვს საქმე და არც კონსტრუქციულ მიდგომასთან. საზოგადოებისთვის ნათელია, რომ რაც ილაპარაკეს გუშინ დახურულ შეხვედრაზე, არის ერთი და რას აკეთებენ გარეთ, არის მეორე”, – განაცხადა “დღის კურიერში” ნიკოლოზ სამხარაძემ.