ნინო წილოსანი: ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვიდნენ, სხვადასხვა მიზეზს იყენებენ
“არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომელზეც შეთანხმება იყო და რა მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში არ შევიდნენ სხვადასხვა მიზეზს იყენებენ.
“რამდენიმე საათიც არ გასულა და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომელზეც შეთანხმება იყო და რა მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი ჩვენი საქმიანობის და უკვე გარკვეულწილად შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვიდნენ, სხვადასხვა მიზეზს იყენებენ”, – განაცხადა წილოსანმა.