გებრეისუსი: მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ.

Reuters-ის ცნობით, მან ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, არ შეამსუბუქონ ვირუსთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვები.

„ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი ზომები კვლავ რჩება საპასუხო ზომების საფუძვლად“, – განაცხადა გებრეისუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განამ და კოტ-დ’ივუარ​მა „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მიიღეს, ამასთანავე  მდიდარი ქვეყნები ვაქცინის დაგროვების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები