ყაზახეთის პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილს: ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს
ყაზახეთის პრემიერმინისტრი, ასკარ მამინი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ოფიციალურ მისალოც წერილში ასკარ მამინი გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანლობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის შემდგომშიც განაგრძობს წარმატებულად განვითარებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე, მეგობრულ ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობა და მშვიდობა”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.