უნგრეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს

უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

„ნება მომეცით, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ერის ინტერესშია. გარწმუნებთ, ჩემი მთავრობა მომავალშიც დარჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ერთგულ მხარდამჭერად. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების გადასაჭრელად!”, – აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები