ისრაელი ვაქცინაციის შესახებ რუსულ ცნობას არ აღიარებს

ისრაელში შესვლისას რუსეთსა და ბელორუსში მუდმივ საფუძველზე მცხოვრებ ებრაელებს, რომლებიც რუსული ვაქცინით არიან აცრილი, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის ან ვირუსის გადატანის შესახებ დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.

ამ ეტაპზე ისრაელი ვაქცინაციის შესახებ რუსულ დოკუმენტს არ აღიარებს.

როგორც 9tv.co.il-ს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ არსებობს იმ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლებიც არ არიან ევროპის წამლების სააგენტოს მიერ რეგისტრირებული.

რუსული ვაქცინით აცრილ, ისრაელის მოქალაქეებს პრობლემა იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ ისინი სამშობლოში ჩასვლასა და ქნესეტის 24 მოწვევის არჩევნებში მოისურვებენ მონაწილეობის მიღებას, რომელიც 23 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები