“ალ-ქაიდას” ბინ ლადენზე გაცილებით აქტიური ლიდერი ეყოლება, რომელსაც “შურისძიების ხმალს” უწოდებენ

ტერორისტულ დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ახალი ლიდერი ეგვიპტელი სეიფ ალ-ადელი გახდება.

Daily Mail წერს, რომ წყაროების შეფასებით ალ-დელს “ბრწყინვალე და სასტიკ სტრატეგად” აფასებენ. მან უკვე მიიღო მეტსახელი – “შურისძიების ხმალი”.

გამოცემა წერს, რომ ადრე ალ-ადელი ეგვიპტეს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ასევე, 30 წლის განმვალობაში “ალ-ქაიდას” საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.

ვაშინგტონმა ნაირობისა და დერ-ეს-სალამში აშშ-ის საელჩოსთან 1998 წელს მომხდარი აფეთქების შემდეგ, მისი მოძებნის სანაცვლოდ ჯილდოდ 7,5 მილიონი ფუნტის სტერლინგი დააწესა.

ალ-ადელს ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები უკვე დიდი ხანია, აკვირდებიან. დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ახალ ლიდერს “ალ-ქაიდას” აღდგენა სურს.

გამოცემა Mirror-ს ტერორიზმის საკითხებში ბრიტანელმა ექსპერტმა – რიჩარდ კემპმა განუცხადა, რომ, “ზავახირისთან შედარებით, ის, სავარაუდოდ, იქნება გაცილებით აქტიური ლიდერი, შესაძლოა, ბინ ლადენზე მეტად”.

კემპი ასევე მიიჩნევს, რომ ალ-დელმა შესაძლოა, ავღანელი თალიბები და “ისლამური სახელმწიფო” თანამშრომლობისკენ დაიყოლიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები