გია ვოლსკი სანქციებზე: მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო

მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, სანქციებს პერსპექტივა არ აქვს!, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით,  ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება თანმიმდევრულია.

„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის… ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს.

პროკურატურა თანმიმდევრულია. ვთქვათ ჩემს პოზიციას უფრო შეესაბამება გია ბარამიძის პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი იმ წუთშივე დავაკავებდი, როგორც კი გადაცდა კანონსო. ამ შემთხვევაში, ჩემს თავს დავიმცირებ და ვიტყვი, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ისაა, რასაც ყველა უნდა დათანხმდეს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები