ლეონიდ კალაშნიკოვი: სომხეთში ანტირუსული ძალა არასდროს მოვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, სომხეთში განვითარებული ბოლო მოვლენები რუსეთთან ურთიერთობაზე არ აისახება, რომლის შენარჩუნება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა.

“რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, რასაკვირველია, ვისურვებდით, რომ ამ ტურბულენტობამ მათზე გავლენა არ მოახდინოს”, – თქვა მან.

მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში, საბჭოთა კაშირის ყოფილ რესპუბლიკებში ცვლილებები მოხდა, მაგრამ, “რევოლუციებისა და ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად”, მათი უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობაში იყო დაინტერესებული.

“სომხეთისთვის კი ეს განსაკუთრებით აქტუალურია, ნებისმიერ შემთხვევაში, იქ არასდროს მოვა ანტირუსული ძალა. უფრო სწორად, რამდენიმე წლის წინ იქ სცადეს თავის წამოწევა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს”, – თქვა მან.

კალაშნიკოვის თქმით, ყოველთვის მოიძებნება ადამიანები, რომლებიც მოსკოვს რამეში დაადანაშაულებენ, “მაგრამ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრობასა და თანამშრომლობაშია დაინტერესებული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები