მამუკა სალუქვაძე: როცა “კვირას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, უამრავი ხალხი სთხოვდა “სახალხო დამცველს” რეაქცია ჰქონოდა, მხარდაჭერა გამოეთქვა, თუმცა ამაოდ

როცა “კვირას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, ოპერატორი ბიჭი სცემეს, უამრავი ხალხი სთხოვდა “სახალხო დამცველს” რეაქცია ჰქონოდა, მხარდაჭერა გამოეთქვა და ამაოდ”,- ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არ შეიძლება ერთი პრეცენდენტის დაშვებაც კი, გაჩუმება, მეორე გვერდზე გადაბრუნება და თავის მოკატუნება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა.

“ეს 16 თებერვალს გამოვაქვეყნე, სააგენტო “კვირას” ჟურნალისტებს რომ დაესხნენ თავს და ოპერატორი ბიჭი სცემეს, ხოლო გოგონას სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენეს და სტრესში ჩააგდეს. მაშინ ზოგიერთებისგან, ახლა რომ უკიდურესად აღშფოთებულები (სამართლიანად) არიან, ჩაითვალა როგორც ჩანს, რომ ეს ხალხი მათიანი არ იყო და ხმა არ უნდა ამოეღოთ მათ დასაცავად და სოლიდარობის ნიშნად. უამრავი ხალხი სთხოვდა ე.წ. “სახალხო დამცველს” რეაქცია ჰქონოდა, მხარდაჭერა გამოეთქვა და ამაოდ…ეტყობა მის დასაცავთა სიაში, სააგენტო “კვირას” თანამშრომლები არ შედიან. არ ამოიღეთ ხმა და გუშინ სხვაზე გამეორდა იგივე საზიზღრობა. ასეა, არ შეიძლება ერთი პრეცენდენტის დაშვებაც კი, გაჩუმება, მეორე გვერდზე გადაბრუნება და თავის მოკატუნება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის პროფესიული და ადამიანური სოლიდარობა”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები