სომხეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა და ამცნო, რომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით არის დაკავებული, რათა მოხდეს არსებული დაძაბულობის შემცირება.

მან ასევე მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლების ორგანოებს, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.

სარქსიანის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

“მოვუწოდებ ყველას – სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა მოქალაქეს – გამოიჩინეთ თავშეკავება და საღი გონება და იმოქმედეთ კონსტიტუციის ფარგლებში. ყოველი გაუაზრებელი სიტყვა ან ქმედება ზრდის დაძაბულობას და აღრმავებს კრიზისს. პრეზიდენტის, როგორც დამარეგულირებელი ორგანოს როლის გათვალისწინებით, საგანგებოდ ვდგამ ნაბიჯებს დაძაბულობის მოხსნისა და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები