ლავროვმა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება და ხაზი გაუსვა, რომ ერევანში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ქვეყნის შიდა საქმეს, განიხილავს.

“აივაზიანმა კოლეგას რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მოვლენების როგორც სომხეთის შიდა საქმეს განიხილავენ, ასევე, იმედოვნებენ, რომ ის მშვიდობიან ჭრილში მოგვარდება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები