ანკარა სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობს

ანკარა სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

“თურქეთი ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცებას ეწინააღმდეგება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ეხება სომხეთში მიმდინარე მოვლენებსაც”, – თქვა მან.

დიპლომატის თქმით, თურქეთს “სომხეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი არ ჰქონია”, მაგრამ ანკარას აქვს პრინციპული პოზიცია “გადატრიალებებთან დაკავშირებით”.

მისივე თქმით, რეგიონში შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები