ფაშინიანი: ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან მომხრეებთან ერთად ერევანში, ამ წუთებში მიმდინარე მსვლელობის დროს განაცხადა.

მანამდე Telegram-არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ნომერ პირველი ბორტი მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი და რომ პრემიერმა შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს, თუ ვითარება კონტროლს გასცდება.

ფაშინიანმა ასეთ ინფორმაციას უწოდა “ინფორმაციული ტერორი”, რასაც “ხალხი, ალბათ, უკვე შეეჩვია”.

“არ ვაპირებდი და არ ვაპირებ არსად წასვლას. ჩემი ოჯახიც აქ არის. ახლავე დარწმუნდებით ამაში. ჩემი ოჯახის წვერები მოვლენ აქ”, – თქვა მან.

მსვლელობაში ფაშინიანი ვაჟი, აშოთიც მონაწილეობს.

დღეს სომხეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ, ოპოზიციურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხრეებს შეკრებისკენ 15:00 საათზე მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები