სომხეთში ოპოზიცია მომხრეებს 15:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს

სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, ვაზგენ მანუკიანი მომხრეებს ერევანში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამ გზით ხალხი მხარდაჭერას სომხეთის არმიას გამოუთქვამს, “ასევე, იმისთვის, რომ ბოლომდე იყოს მიყვანილი ფაშინიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საქმე”.
“სამშობლოს დაცვის მოძრაობა” მიესალმება სომხეთის გენშტაბის უფროსის განცხადებას და მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ქვეყნის ერთადერთ გარანტს – შეიარაღებულ ძალებს. ახლა ფაშინიანი ხავს ებღაუჭება და ცდილობს, ჩვენი ხალხი სამოქალაქო დაპირისპირებისა და სისხლისღვრამდე მიიყვანოს. სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ამ რეჟიმის პროვოკაციებს არ აყვნენ, გამოიჩინონ შეკავება და გაერთიანდნენ ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტის ირგვლივ”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს სომხეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა.
ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები