სომეხი ექსპერტი: ფაშინიანს გაქცევა მოუწევს, გენშტაბის განცხადება სპონტანური არ იყო

 

“იმ შემთხვევაში, თუ გენშტაბმა აზრი არ შეიცვალა, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთიდან გაქცევა მოუწევს”, – ამის შესახებ სომეხმა პოლიტტექნოლოგმა, არმენ ბადალიანმა განაცხადა.

“განცხადებას ხელი არა მხოლოდ გენშტაბის უფროსმა მოაწერა, არამედ – ყველა კორპუსის ხელმძღვანლებმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობის წინააღმდეგ მთელი არმიაა. პრემიერმა მომხრეებს იარაღიც რომ დაურიგოს, შეიარაღებულ ძალებს მაინც ვერ აღუდგება”, – მიიჩნევს ბადალიანი.

​მისივე თქმით, ახლა ფაშინიანი მხოლოდ საკუთარ დეპუტატებს ეყრდნობა, რომლებიც ვერაფერს იზამენ – ისევე, როგორც პოლიცია და მისი დანაყოფები.

ბადალიანის თქმითვე, არც პოლიციაშია აბსოლუტური მხარდაჭერა პრემიერის მიმართ.

“ისინი სიცოცხლის ფასად არ დაიცავენ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ფაშინიანს ესმის, რომ ისინი არმიას ვერ აღუდგებიან და ვერც მას დაიცავენ. მას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს, შეტაკება გამორიცხული არ არის. თუ ქალაქში ჯარი შემოიყვანეს, ყველა გაიქცევა, მათ შორის, ფაშინიანის მომხრეებიც. თუ ხელისუფლება არმიის წინააღმდეგ ძალას გამოიყენეს, ონიკ გასპარიანი შეიარაღებულ გადატრიალებაზე წავა და მაშინ ფაშინიანისთვის უარესი სცენარი განვითარდება. ეს არ არის გენშტაბის სპონტანური გადაწყვეტილება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაგეგმილი ქმედება იყო, მათ შორის, გარე ფაქტორების მხრიდან”, – აცხადებს ექსპერტი.

დღეს სომხეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე, მან მომხრეებს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც ხალხს 16:00 საათზე სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები