სომხეთში მიმდინარე მოვლენებს კრემლი ეხმაურება

კრემლში სომხეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაზე ერევანსა და მოსკოვს შორის კონტაქტები ჯერ არ ყოფილა, თუმცა, საჭიროების შემთხვვაში, მათი ორგანიზება ოპერატიულად შეიძლება.

დღეს სომხეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე, მან მომხრეებს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც ხალხს 14:00 საათზე სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები