სომხეთის გენშტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა – პრემიერი “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ქვეყნის პრემიერის – ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა.

სამხედროების პროტესტი გამოიწვია ფაშინიანის მიერ გუშინ თანამდებობიდან გენშტაბის უფროსის მოადგილის გადაყენება, რაზეც შტაბში ამბობენ, რომ გათავისუფლება “დაუსაბუთებელი მიზეზით მოხდა, რომელიც ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოხდა და რომელიც მხოლოდ პირად და ამბიციურ მიდგომას ეფუძნება”.

გენშტაბის განცხადებას ფაშინიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, “ყველა ჩვენს მომხრეებს ველოდებით რესპუბლიკის მოედანზე. უახლოეს დროში განცხადებას პირდაპირ ეთერში გავაკეთებ”.

დღეს დილიდან კი ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა ერევანში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები