რამდენად ეფექტიანია “ფაიზერის” ვაქცინა – მეცნიერებმა ისრაელის მაგალითი შეისწავლეს

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 94%-ს აღწევს. ასეთია პრეპარატის მოქმედების უკანასკნელი მონაცემი. კვლევა ისრაელის მაგალითზე გაკეთდა, ადგილობრივი და ჰარვარდის უნივერსიტეტი მეცნიერების მიერ.

შესაბამისი მასალა ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში, The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

კვლევის პერიოდში დამტკიცებულია, რომ პრეპარატის რეალური ეფექტურობა 94% -ს შეადგენს ორი დოზის მიღების შემდეგ, ხოლო ერთის შემთხვევაში – მხოლოდ 57%-ს.

კვლევის ავტორების მტკიცებით, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 14-20 დღის განმავლობაში პირველი დოზის გაკეთების შემთხვევაში 72%-მდე მცირდება, ხოლო 21-27 დღის შემდეგ 8%-მდე.

მსოფლიოს მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გაკეთებული კვლევა უპრეცედენტოა დაავადებასთან ბრძოლის საკითხში, რადგან, როგორც წესი, ახალი პრეპარატების ეფექტურობის შესახებ მონაცემები რეალურ პირობებში იმაზე დაბალია ხოლმე, ვიდრე შედეგები, რომლებსაც მეცნიერები ლაბორატორიული კვლევების დროს იღებენ. ისრაელში ვაქცინის გამოყენების ეფექტურობამ  ლაბორატორიულ კვლევებსაც კი გადააჭარბა.

აღინიშნება, რომ პირველი დოზის მიღების შემდეგ ეფექტი უკვე ვლინდებოდა 10-14 დღის შემდეგ, მესამე კვირას ის 76%-მდე იზრდებოდა, ხოლო მეოთხე კვირისთვის 94%-მდე.

კვლევის ავტორებმა 600 ათასი ვაქცინირებული და 600 ათასი არავაქცინირებული ადამიანის შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები