ისრაელი მოსახლეობის ვაქცინაციას მარტის ბოლოს დაასრულებს – ქვეყანა მთლიანად უკვე აპრილში გაიხსნება

ისრაელში ეპიდემიოლოგიური აკრძალვების მოხსნის სამი ეტაპია დარჩენილი, რაც ეტაპობრივად მოხდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ე.წ.ნულოვანი ეტაპი მოქმედებს, როდესაც დაწესებულებები ნაწილობრივად მუშაობენ, “მწვანე სტანდარტის” მიხედვით აცრილებისთვის და კოვიდინფექცია გადატანილი პირებისთვის.

მარტის შუა რიცხვებში მოსალოდნელია მეორე ეტაპი, როდესაც ბაღები დაიწყებენ ფუნქციონირებას და “მწვანე პასპორტების” გაფართოება მოხდება. სავარაუდოა, რომ უკვე ამ დროიდან დაიწყებენ მუშაობას კვების ობიექტები და ამ დრომდე დახურული სხვა ზოგიერთი დაწესებულება.

მარტის ბოლოსთვის დადგება მომდევნო ეტაპი, როდესაც იქნება 16 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულება.

აპრილში კი ყველაფერი გაიხსნება. თუმცა, ნეთანიაჰუმ ისიც დასძინა, რომ გეგმის რეალიზება დამოკიდებული იქნება დაავადების დონეზე.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნეთანიაჰუ გეგმავს 12-16 წლის ბავშვების აცრასაც, “ან შესაძლოა, უფრო პატარა ასაკის ბავშვების”, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები