მიხეილ სააკაშვილი – „ოცნებაზე“ : მათ გადალახეს რუბიკონი

“მათ გადალახეს რუბიკონი”, – ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუ „მთავარ აქცენტებში“.

„მათმა მთავარმა იდეოლოგმა, ერთ-ერთმა ყველაზე ზნედაცემულმა არსებამ, რომელიც ალბათ შობა საქართველოს უახლესმა ისტორიამ, ლაშა ნაცვლიშვილმა თქვა შემდეგი რამ, რომ წილი ნაყარია და მე მინდა, შევახსენო, რომ წილი ნაყარია თქვა კეისარმა. ახლა ლაშა ნაცვლიშვილთან რა მოსატანია, რუბიკონის გადალახვის შემდეგ და ეს ნიშნავს, რომ მათ გადალახეს ის ზღვარი, რომლის იქედან უკან დაბრუნება აღარ მოსულა. მათ სამოქალაქო ომი გამოუცხადეს ქართულ საზოგადოებას. მათ ჯერ მოიპარეს არჩევნები და მერე, მთავარი პოლიტიკური პარტიის ოფისში ასე შევარდნა და ლიდერის დაპატიმრება, მთელი მსოფლიოს თვალწინ, როცა მთელი მსოფლიოს გგმობს, როცა საქართველოში ყველას გული ერევა მიუხედავად სიმპათიისა, ანტიპათიისა, მოსწონს ნიკა მელია, არ მოწონს, ეზიზღება სააკაშვილი, თუ მხარს უჭერს, მოწონხართ თქვენ, ნიკა, თუ არ მოწონხართ, შეუძლებელია, რომ მოწონდეს ეს, რაც მოხდა, მათ შორის, თავგადაკლულ “ქოცებს”. ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას ქართული საზოგადოებისადმი. მათ უნდათ არეულობა, მათ უნდათ ქაოსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები