ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე

“დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე.

„დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის, იუნკერებმა გასწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც, საბოლოოდ, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა, დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები