რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება და რა რჩება ძალაში – საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;

8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა;

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;

1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები