რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას 8 მარტიდან განაახლებენ

“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში – 1 -ელი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები