ოპოზიცია რუსთავის ციხისკენ, სადაც ნიკა მელია გადაიყვანეს, მანქანების კოლონებით მსვლელობას აანონსებს

ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან მანქანების კოლონებით დაიძრებიან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ, სადაც გუშინ ნიკა მელია გადაიყვანეს, – ამის შესახებ ,,კვირას” ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ისინი გააპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრებისთვის თავისუფლების აღკვეთას და კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ მათ გვერდით არიან.

ცნობისთვის, გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები