ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, მსოფლიოში 15-21 თებერვლის პერიოდში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 20%-ით იკლო, ხოლო ინფიცირების სტატისტიკამ 11%-ით.

აღინიშნება, რომ დაავადების მაჩვენებელი უკვე მეექვსე კვირაა, რაც კლებულობს.

გასულ კვირას ინფიცირების 2 457 026 ახალი და 66 359 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი მსოფლიოში 112 108 142 პირს დაუდასტურდა, 2 485 368 გარდაიცვალა, ხოლო 63 295 140 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები