ეუთო-ს თავმჯდომარე ენ ლინდე: დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით

ეუთო-ს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდე საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
ენ ლინდე მხარეებს მოუწოდებს, გამუხტონ ვითარება და განაახლონ დიალოგი.

„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – წერს ენ ლინდე „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები