კარლ ჰარცელი: პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება – ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს

“პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს.

ჰარცელის თქმით, ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

“ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას”, – აცხადებს ჰარცელი.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები