BBC: ღარიბაშვილის პრემიერად არჩევიდან მეორე დღეს ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

უცხოური მედია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

როგორც BBC წერს, 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა, 23 თებერვალს კი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

აღინიშნება, რომ ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.​

“ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგულ კადრად ითვლება, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველად მიიჩნევს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, პრემიერად ღარიბაშვილის არჩევა ყველაზე უარესი არჩევანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ოპონენტების მიმართ, მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკის მთავარი მიმართულება იქნება ოპონენტების დევნა. ამ ფონზე ოპოზიცია არ გამორიცხავდა, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯი იქნებოდა ნიკა მელიას დაკავება.

მელიას დაკავების შემდეგ მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციონერის დაკავება იყო “სამაგალითო ოპერაცია”. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შს მინისტრს ამისთვის მადლობა გადაუხადა. თავად ღარიბაშვილმა კი, თქვა, რომ “დღეს ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ ვართ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი პოლიცია გვყავს და ძალიან ეფექტური მინისტრი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები