გენერალი ბენ ჰოჯესი: უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის

გენერალი ბენ ჰოჯესი დღეს დილით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელიას დაკავება ქვეყნისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯი არის.

„უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი მხარდამჭერების უახლოესი წრეა. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი ყველაფერს თვალ-ყურს ადევნებს”, – წერს ბენ ჰოჯესი.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები