დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიციის აქციაზე: რატომ გადადეს, ხალხი ვერ შეკრიბეს?!
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არასოდეს უთქვამს.
ხუნდაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გადადებასაც გამოეხმაურა.
“რატომ გადადეს, ხალხი ვერ შეკრიბეს?! დიალოგზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ არა კრიმინალებთან. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, არა მხოლოდ ნიკანორ მელია”, – აღნიშნა ხუნდაძემ.