ალეკო ელისაშვილი: არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ ყოვლისა, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო
“არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ ყოვლისა, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას პრემიერობის კანდიდატად კომპრომისზე წამსვლელი კადრი უნდა შეერჩია.
“არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ ყოვლისა, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. ახლა “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას. ღარიბაშვილი 180 გრადუსით არის ამის საპირისპირო”, – განაცხადა ელისაშვილმა.