ალეკო ელისაშვილი: დიალოგი და მოლაპარაკება არის უალტერნატივო

“დიალოგი და მოლაპარაკება არის უალტერნატივო, ამას გავიძახით სულ. მეხუთე რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, დღეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში არავინ ვიცხოვრებდით”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„დიალოგი და მოლაპარაკება არის უალტერნატივო, ამას გავიძახით სულ. მეხუთე რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, დღეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში არავინ ვიცხოვრებდით და ვიქნებოდით ორიენტირებული ხალხის პრობლემაზე გველაპარაკა და გამოსავალი მოგვეძებნა.

გაცილებით სხვა და ღრმა შინაარსი იყო ამ ადამიანის ნათქვამში. ეს იყო კეთილგანწყობილი მეგობრის რჩევა, რომ ეს კონფრონტაცია და დაპირისპირება არ გაღრმავდეს, რომ მოლაპარაკება დაიწყოს, რომ გაჯიქებული ორივე მხარე მხოლოდ არ ფიქრობდეს ერთმანეთის დამარცხებაზე,  ჯამურად, ერთ დიდ უფსკრულში გადაჩეხვას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

„ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისა და დეესკალაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯი, მიიღონ აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომ დიალოგი შედგეს”, – განაცხადა პავილიონისმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები